ჯო ბაიდენი - აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების გამართვისთვის.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობის გარეშე.

„აშშ მზად არის, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის დაბლოკვას როგორც აღნიშნული ქვეყნებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის არავითარი სარგებელი არ ექნება.

„ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია არა დღევანდელი მსოფლიოს საფრთხეების მიუხედავად, არამედ სწორედ მათ გამო. ეს ბირთვული რისკები ანადგურებს ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავეთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!