ცესკო განმარტავს, შეუძლია თუ არა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქის პასპორტით ან რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პასპორტსაც და პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს გასული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ID ბარათი ვადაგასული აქვს, მას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტითაც შეეძლება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მოქალაქე უბანზე პასპორტით გამოცხადდება, რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატში მონაცემებს ხელით შეიყვანს, ნაცვლად დოკუმენტის წამკითხველში გატარებისა.

რაც შეეხება იმ სიტუაციას, თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი ვალიდური აქვს, იოსელიანის განცხადებით, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის.

„არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ასევე, მოქალაქეს, რომელსაც აქვს ვალიდური პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი წარადგენს ვადაგასული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ძალადაკარგულ საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ მოწმობას კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

იცით, რომ ამომრჩევლის ვერიფიკაცია ახლა უკვე ელექტრონულად ხდება. ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის წამკითხველ ზოლში ხდება ელექტრონული პირადობის მოწმობის ჩამოტარება, რამდენიმე წამში ამოსდის ამომრჩევლის მონაცემები ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე და რეგისტრატორი ახდენს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, თავად ამომრჩევლის და აღნიშნული აპარატის ეკრანზე ამოსული მონაცემების შესაბამისობას. ამის შემდეგ კეთდება მარკირება, ამოიბეჭდება ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან, რომელზეც ამომრჩეველი აწერს ხელს, რაც ადასტურებს იმას, რომ ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ მოქალაქე საარჩევნო უბანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტით გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაში ვერიფიკაციის აპარატში მონაცემებს რეგისტრატორი ხელით შეიყვანს.

ჩვენს ვერიფიკაციის აპარატს აქვს ორი შესაძლებლობა: 1. ID ბარათის წამკითხველ ზოლში გატარება და 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის შემთხვევაში, პირადი ნომრის ხელით აკრეფა და აპარატში შეყვანა. ორივე შემთხვევაში ნაბეჭდი ფურცელი და დატანილი ინფორმაცია არის იდენტური. როცა ტრადიციული წესით ხდებოდა კენჭისყრაში მონაწილეობა, ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელით მოწერით. თავად ეს ერთიანი სია, კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი, ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატში.

რაც შეეხება იმ სიტუაციას, თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი ვალიდური აქვს, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის. თუ მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატში გაატარა ID ბარათი, შემდეგ რა დროსაც არ უნდა მოვიდეს და თუნდაც მეორე ცდაზე ხელით შეიყვანონ უნიკალური პირადი ნომერი, აპარატი გამოსცემს მაღალ სიგნალს და ეკრანზე ინფორმაციას, რომ ორმაგ ვერიფიკაციას აქვს ადგილი და აღარ გადაჰყავხარ სხვა ეტაპზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად