ირაკლი ღარიბაშვილი - 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებამ თავისუფლებასთან ერთად ჩვენს ქვეყანას უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი მოუტანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

1 ოქტომბრის გამარჯვებამ თავისუფლებასთან ერთად მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ წინსვლისა, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ხალხს ჩაგრავდა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

„ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, ქვეყანა გახდა სტაბილური და სიტუაცია პროგნოზირებადი. დღეს, მიუხედავად ამ წინსვლისა და მიუხედავად ძალიან ნათელი არჩევანისა, ისევ ის უბედურება, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ხალხს ჩაგრავდა კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თქვენ იცით კარგად, რომ მათ შექმნილი აქვთ ე.წ. 4 ბლოკი. მათ ამჯერად შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს და წინასწარ, რეალურად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ დე ფაქტო გაფორმებული კოალიცია აქვთ რა თქმა უნდა, ისევ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერობის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა