ცესკოში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

„საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და აქ არსებული ბიზნეს პროცესები ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს - ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზებას და, შედეგად, არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებას. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოვიდა საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სივრცის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, არაერთხელ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 7 თვეში განხორციელდა, მთლიანი ტერიტორიის ფართობი 7118 კვ.მ-ია, შენობა ორსართულიანია და საერთო ფართი 5434 კვ.მ-ია.

„შენობა ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართა, დამონტაჟდა სატვირთო ლიფტები, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელი და სამრეწველო მაგიდები, მოეწყო დაცვის სისტემები. შენობაში ასევე გამოყოფილია საოფისე, სასაწყობო, საოპერაციო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის დასაწყობება ხორციელდება სპეციალურ სივრცეებში განთავსებულ თაროებზე, ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით, ასევე უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება და ტერიტორიის დაცვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში