უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 80 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ 135 დრონით შეუტიეს, აქედან 80 - უკრაინელებმა გაანადგურეს, 44 ლოკალურად დაიკარგა, 2 - ბელარუსში გაფრინდა, 10 კი - ისევ ჰაერშია და საბრძოლო სამუშაოები გრძელდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საზენიტო ბრძოლის შედეგად 80 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, სუმის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ხმელნიცკის, რივნეს, ხარკოვის, ხერსონის, ვოლინის, ვინიცის ოლქებში ჩამოაგდეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს