ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას

მინდა ყველას მოგილოცოთ ისტორიული საბაგიროს აღდგენა, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელება და დასრულება, რომელიც თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მოემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის დამაკავშირებელი გზის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოელი სტუმრებისთვის ასეთი ტიპის პროექტები ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასეთი პროექტები ქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ხელს უწყობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს პროექტი ისევე, როგორც მერიის მიერ განხორციელებული ყველა სხვა პროექტი, გამორჩეულია გემოვნებით და ძალიან მაღალი ხარისხითაა შესრულებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, მერიის ხელმძღვანელობას, კომპანიებს, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.

რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება, მთავარობის მხრიდან მხარდაჭერა. ასეთი პროექტები სჭირდება ქალაქის განვითარებას. ჩვენ ყველა ვამაყობთ ჩვენი არაჩვეულებრივი დედაქალაქით, შესაბამისად, ამ ქალაქზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ არაჩვეულებრივი საბაგიროს აღდგენას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი