ირაკლი ნადარეიშვილი - თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, ჯამში, ქართულ სტარტაპებში 40 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო 150,000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მეცამეტე რაუნდის დასკვნით ღონისძიებაში, რა დროსაც 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროგრამა სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2018 წლიდან ხორციელდება და 13 რაუნდის ფარგლებში, ჯამურად, 255 სტარტაპმა მიიღო დაფინანსება.

მინისტრის მოადგილე მიესალმა პროგრამის ორგანიზატორებს, სტარტაპერებს და საინვესტიციო კომიტეტის წევრებს, რომლებმაც 20 გამარჯვებული გამოავლინეს.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში, მისი ამოქმედებიდან დღემდე, სახელმწიფომ, საბოლოოდ, 40 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა.

„დღეისთვის, გამარჯვებული სტარტაპების არასრულმა რაოდენობამ შეძლო დაეგენერირებინა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი და ინვესტიცია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი და წარმატებული შედეგია. ძალიან მოკლე დროში, ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა დინამიკურად განვითარებადი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს რეგიონული მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართული იყო ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ. მათ შორის, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საერთაშორისო კომპანიის სპეციალური სტატუსის შემოღებაზე, რომელიც სამი წლის წინ მთავრობამ ქვეყანაში ტექნოლოგიური სექტორის სწრაფი განვითარების მიზნით შემოიღო. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, დღეს საქართველო ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ფართო რეგიონში ტექნოლოგიური და აიტი კომპანიების მიგრაციისა და ოპერირების დასაწყებად. მისი თქმით, ბოლო 3 წელში საქართველოში საქმიანობა დაიწყო ამ პროფილის 150-ამდე კომპანიამ, სადაც 10,000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტი საქმიანობს.

„2023 წელს აიტი სერვისების ექსპორტი თითქმის ნულიდან 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა და ამან ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. ეს გვიჩენს იმის ამბიციას, რომ ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა იყოს მოწინავე რეგიონში და მიმზიდველი როგორც სტარტაპების, ისე ინვესტორებისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება და მათი მეშვეობით ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მათ შორის, ტრადიციული სექტორების გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქუთაისში რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ პროექტზე, სადაც სხვადასხვა კომპონენტთან ერთად, პირველად საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ამოქმედდება. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, აღნიშნულ ცენტრში სპეციალისტები იმუშავებენ, რათა ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს ქართულ ჯანდაცვაში, განათლების სისტემაში, საჯარო სერვისებში და საბოლოო ჯამში, ბიზნესსა და ეკონომიკაში.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა