მარშის - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან

მარშის - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. მარშის მონაწილეთა ნაწილმა შეკრება უკვე დაიწყო გმირთა მოედანზე. მათ ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეების შეკრების პარალელურად, გმირთა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.

ასევე, გმირთა მოედანზე მარშის მონაწილეებს 17:00 საათზე, პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები შეუერთდებიან, რომლებიც შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მოწყობილია სცენა. ორგანიზატორების ინფორმაციით, იგეგმება სიტყვით გამოსვლები, არსებული ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

„ეს კულმინაციის მომენტია, ჩვენ კარგად ვიაზრებთ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, ეს არის რეფერენდუმი თავისუფალ, ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და რუსეთის მონობაში მყოფ სახელმწიფოს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილსა და ჩვენი ქვეყნის მტრებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ხელისუფლება არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე საზოგადოებისგან გზავნილს მიიღებს, რომ ისინი არჩევნების გზით ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში კიდევ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ