პრეზიდენტი - მინდა მივმართო მაია სანდუს, იმედი მაქვს, შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება - ასევე, მივმართავ ვოლოდიმირ ზელენსკის: ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება, ერთად შევალთ ევროპაში!

მინდა მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება - ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, მაია სანდუს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და გამარჯვება უსურვა.

„მე მინდა, მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!

ასევე, მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება, ერთად შევალთ ევროპაში!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ტარდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს