საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფესტივალის ფარგლებში წარმატებით მიიღო მონაწილეობა გორსა და ქუთაისში გამოფენებზე.

„სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ჩატარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას. ფესტივალმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდების მეცნიერებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსგავსი ღონისძიებები არის ერთგვარი მოტივაცია მომავალი თაობისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფესტივალზე აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის”, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მეცნიერების ფესტივალზე - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს