პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას უმასპინძლა.

როგორც გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი კოალიცია „ქართული ქარტიის“ ერთგული რჩება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და „ის ხალხი, ვინც ამაში ხელს გვიშლის, უნდა გავწიოთ“.

„ნებისმიერ ვითარებაში როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული.

პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული. რაღაცნაირად, დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი. მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც.

სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე, პირველ რიგში, კი ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების, იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის, ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშინდელი საზოგადოების, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია, წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. თუ ხელს გვიშლიდნენ და გვიშლიან ამაში ზოგიერთები, ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ, ვინც ამაში ხელს გვიშლის, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი გვარამიას გარდა დღეს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთანაც გამართავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში