სალომე ზურაბიშვილი - საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი „პრესის“ ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს

საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი „პრესის“ ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თავად იზრუნებს იმაზე, რომ საჯარო მოხელეები ხელისუფლების დავალებებისგან გათავისუფლდნენ.

“საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს ვნახავთ და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს - ვიცით უკვე, როგორ არის ეს ორგანიზებული. არ არის ახალი, რადგან წინა რეჟიმებმაც გამოიყენეს ეს პრაქტიკა, მაგრამ დროა, რომ საჯარო მოხელეებს თავი დავანებოთ, თავიანთი პროფესიული საქმე გააკეთონ და იყვნენ და გრძნობდნენ, რომ არიან დაცულნი.

მე სადამდეც ვიქნები და სადაც ვიქნები, ჩავთვლი, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა - პირველ რიგში ჯარი და პოლიცია, როგორც პრეზიდენტის, ჩემი მფარველობის ქვეშ არის და ასევე საჯარო მოხელეები. ბოლოს და ბოლოს, წარსულში მეც საჯარო მოხელე ვიყავი და ვიცი ეს რასაც ნიშნავს, რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა და ადმინისტრაციული მეხსიერების დაცვა მათზე, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. სახელმწიფო საჯარო მოხელეებისა და მათი ნეიტრალობის გარეშე ვერ იარსებებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო