შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე - რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ხუხულასავით ჩამოიშალა ყველა პროპაგანდა, რომელიც აწყობილი გქონდათ, მათ შორის ივანიშვილზე

გავიდა 13 წელი და ამ ადამიანთან [ბიძინა ივანიშვილთან] ვერაფერი ხელმოსაკიდი ვერ ნახეთ. ერთადერთი, რაც ვნახეთ, არის ის, რომ „ტვ-პირველის“ მეპატრონე მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში. ასე რომ, რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად „გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომ ივანიშვილს რუსეთში აქვს საკუთარი ოფისი, რისი საშუალებითაც აგვარებს საკითხებს, მათ შორის ფინანსური და პოლიტიკური მიმართულებით“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არანაირ ასეთ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რამდენს უვლით [გარშემო], დღეს ხომ არა, 2011 წლიდან მოყოლებული, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი და მახსოვს, ზურაბ ჯაფარიძე სანამ „გირჩი“ გახდებოდა, რომ „ენჯეოშნიკობდა“ ვითომ და მერე რომ მივხვდით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ NGO, აი, იმ მომენტიდან გაიხსენეთ, როგორ უვლიან ბიძინა ივანიშვილს, იქნებ, რაიმე მოუძებნონ და უკვე გავიდა 13 წელი და ამ ადამიანთან ვერაფერი ხელმოსაკიდი ვერ ნახეთ. ერთადერთი, რაც ვნახეთ, არის ის, რომ „ტვ-პირველის“ მეპატრონე მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში. ასე რომ, რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან,მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლები და მოიკითხეთ თქვენთან, პირველი მილიონები ნაშოვნი მაქვს რუსეთშიო, ასე ამაყად რომ ამბობს, მამუკა ხაზარაძე,“ -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კავშირი არ გაუწყვეტია, რაც გამოქვეყნებული ჩანაწერით დასტურდება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი.

„13 წელია ბიძინა ივანიშვილს გარშემო უვლის ყველა, რომ რაღაცა, იქნებ, რაიმე მოძებნონ და 13 წელია ვერავინ ვერაფერი ხელშესახები მოძებნა. ეს აჩვენებს, როგორ დამარცხდა თქვენი, „ნაციონალური მოძრაობის“, NGO-ების და ზოგი უცხოელი აქტორის პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არჩევნებამდე რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ფაქტობრივად, ხუხულასავით ჩამოიშალა ყველა პროპაგანდა, რომელიც აწყობილი გქონდათ, ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილზე, „რუსულ კანონზე“, რომელიც პირდაპირ ლახვრად დაეცა ყველას, ვინც კი გაბედა და ტერმინი „რუსული კანონი“ გამოიყენა საქართველოში“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა