ლიბანიდან ცენტრალური ისრაელისკენ რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა

ლიბანიდან ცენტრალური ისრაელისკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

მათი განცხადებით, ცენტრალურ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები მას შემდეგ ჩაირთო, რაც ლიბანიდან მათი მიმართულებით ოთხი რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო რამდენიმე აფეთქდა, თუმცა არ აკონკრეტებენ სად.

ისრაელის მედიის ცნობით, ორი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო დანარჩენი ორი ღია სივრცეებში აფეთქდა. ამ მომენტისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ არსებობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს