უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 50 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 40 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავისა და ჩერნიგოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

„7 რუსული დრონი გაუჩინარდა, 1 უკრაინის საჰაერო სივრცეშია, 2 კი რუსეთისა და ბელარუსისკენ გაფრინდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-22-ის ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა და Х-59-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტებმა სამიზნე ობიექტებამდე ვერ მიაღწიეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს