საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ პარლამენტის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას სამართლისა და საარჩევნო ანალიტიკოსი ირაკლი ღლონტი შეუერთდა

სამართლისა და საარჩევნო ანალიტიკოსი ირაკლი ღლონტი შეუერთდა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე სადამკვირვებლო მისიას, რომელიც განხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ და დაფარავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს.

ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ოლქებია: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).

„ირაკლი ღლონტს გააჩნია სამართლებრივი კონსულტაციების გაწევისა და ადვოკატირების მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში წარმატებულ შრომით საქმიანობას ეწეოდა საჯარო სექტორში, როგორც ხელმძღვანელი პირი. იგი ასევე აქტიურად გახლდათ ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში. გარდა ინტენსიური პროფესიული კარიერისა ადვოკატურისა და საჯარო სფეროებში, ირაკლი ღლონტმა წარმატებით გაართვა თავი პარტიულ პოლიტიკას. იგი გახლდათ პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ირაკლი ღლონტი გახლდათ თბილისის მერობის კანდიდატი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი