ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის  სასარგებლო უნდა იყოს - არ ვაპირებთ  რაიმე დათმობაზე წასვლას

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს და დაფუძნებული იყოს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობაზე, მოსკოვი არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს რუსეთის სასარგებლოდ, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე და ის უნდა გამომდინარეობდეს იმ რეალობიდან, რომელიც ვითარდება ბრძოლის ველზე. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობაზე წასვლას, არანაირი გაცვლა არ იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, კიევის ხელისუფლება ირაციონალურად იქცევა და ამის საფუძველზე რაიმე გეგმის შედგენა შეუძლებელია და რაიმეზე შეთანხმების შესაძლებლობის ხსენებაც კი ნაადრევია.

„ეს არის ირაციონალური ქცევა, რომლის პროგნოზირებაც რთულია და ამის საფუძველზე შეუძლებელია რაიმე გეგმის შედგენა. ამიტომ საუბარი იმაზე, შევთანხმდებით თუ არა რაიმეზე, რაზე შევთანხმდებით, ამის ხსენებაც კი უბრალოდ ნაადრევია“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს