გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ შეიყვანა მთავრობამ ცესკოს შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, თუ რატომ შეიყვანა მთავრობამ ადმინისტრაციის შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, მთავრობას, გადაწყვეტილების მიღებისას, 2020 წლის არჩევნების შემდგომი გამოცდილებით ეხელმძღვანელა.

„გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა იმის თაობაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ. შესაძლოა, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს მათ შორის ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, რაც წინა წლებში, განსაკუთრებით, 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როცა გარკვეული დემონსტრაციები ხორციელდებოდა ინსტიტუციის შემოგარენში. ასევე, თუ გავიხსენებთ იმ შედეგებს, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ იყო; ის საფრთხეები, რომელიც ზოგადად ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ, შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზზე საფუძველზე მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა.

დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ობიექტების ჩამონათვალშია მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაც.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში