პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ დარღვევაზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკვირდება საარჩევნო პროცესს და თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევაზე, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს, რომ პერსონალური მონაცემები სამართლიანად და კანონის შესაბამისად დაამუშაონ.

„დღეს, საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ტარდება.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება სრულად ვრცელდება საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს, რომ პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მიერ სიფრთხილის გამოჩენა საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, მათ შორის, პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკვირდება საარჩევნო პროცესს და თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევაზე.

საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად ან პერსონალური მონაცემების კანონის შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტთან დაკავშირებით, ამომრჩევლებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (+995322421000, office@pdps.ge, საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105, ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. N°48, 6010),“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი