თინა ბოკუჩავა - მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა - ივანიშვილის დრო დასრულდა!

ივანიშვილის დრო დასრულდა! - უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ასევე უმოკლეს დროში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს.

„მოხდა ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, კვირის და დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა! დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა! ეს ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ, ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ხალხისგან ვეპყრობით დიდი პასუხისმგებლობით. უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში!

მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ქარტია“, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ხელმომწერია. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა. ჩვენი ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნდეს. ეგზიტპოლში ოპოზიციამ დიდი, 10%-იანი უპირატესობით მოიგო. დარწმუნებულ ვარ, საარჩევნო შედეგებში ეს უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნება“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო