3085 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.273 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე გასული „კოალიცია ცვლილებისთვის“ კი ხმების 10.806 %-ს იღებს

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.164%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.806 % (221 992 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.094% (207 353) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.752 % (179 795 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.75 % (159 204 ).

არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო