ირაკლი კობახიძე - პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციამ ცესკოსთან მივარდნაც კი ვერ გაბედა, არაფრის რესურსი არ აქვთ - შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას და დამტკიცდება მთავრობა

ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს. ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს“.

„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს- იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“,-განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს