მამუკა მდინარაძე - არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ, მოვუწოდებ არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება - ვურჩევ, საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ

ვურჩევ [ოპოზიციას], რომ არცერთი არ შემოვიდეს პარლამენტში, სამუშაო გარემო მაინც იქნება და საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ურჩევს ბარიერგადალახულ ოპოზიციას, რომ თავისი სიტყვა უკან არ წაიღონ და საპარლამენტო სიები ჩახსნან.

„არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ. ვურჩევ, რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ წაიღონ. ჩახსნან სიები და რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ საბოტაჟი განახორციელოს ამ ქვეყნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა