ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოში არჩევნები გაყალბდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს - რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია

რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი - როგორც მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო