ლატვიის პრეზიდენტი - ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება

ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ”, - წერს რინკევიჩსი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო "ტოტალური გაყალბება", შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება "არის რუსეთის შემოსვლის აღიარება". ამასთან, პრეზიდნეტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა "გაეთეთრებინა გაყალბება". პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, "ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა". პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართვლეოს მოსახლეობას გვერდით.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს