ოლექსი გონჩარენკო - ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია - იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ცდილობს რა ამჟამინდელი მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას არჩევნების შემდეგ, რომელიც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისიდან გამგზავრებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ორბანი იყო პირველი, რომელმაც მიულოცა საქართველოს მმართველ პარტიას ხმების დათვლამდე, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია.

„ახლა ის ჩამოდის აქ, რათა აჩვენოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ასევე არ დამვიწყებია ის, რომ ორბანი ახლა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა. იმედი მაქვს, იქნება მკაფიო პოზიცია ევროკავშირის მთავარი ძალებისგან, რომ ორბანი არ მოქმედებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის რანგში, არამედ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში - ეს ამაზრზენია“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

ის ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ახლა სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ხალხია.

„დღეს ოპოზიცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, იწყებს საპროტესტო აქციებს. ვნახავთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. აშკარაა, რომ რუსეთი აკვირდება, თვალყურს ადევნებს და ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას. საქართველოში ბევრი რუსი პროპაგანდისტი იმყოფება და ისინი ყველა მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. ახლა ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია. იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში იქნება დამოკიდებული. საქართველოს გაუმარჯოს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო