Politico - ევროკავშირში აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი მისი მორიგი სოლო მცდელობა იქნება

ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უნდა იქნას გაგებული მხოლოდ როგორც ორბანის მორიგი სოლო მცდელობა, რომელიც მოგზაურობს ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში და, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, პირდაპირ არ საუბრობს გარე სამყაროსთან, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ მოგზაურობის დროს ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირს წარმოადგენს, ეს იქნება თვითმარქვიობა და უტიფარი ტყუილი.

POLITICO უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე, ზოლტან კოვაჩზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტი ქართული მხარის მოთხოვნით შედგება. ორბანთან ერთად საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო, ეკონომიკის მინისტრი, მარტონ ნაგი და ფინანსთა მინისტრი მიჰალი ვარგაც ეწვევიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო