ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს არჩევნებზე - ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ

ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, დემოკრატიას ნდობა ავითარებს.

„ყველა ხმა მნიშვნელოვანია. მოდით, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი იყოს ისეთი, რომლის რწმენაც ყველა ქართველს შეიძლება ჰქონდეს. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით“, - აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს