დიმიტრი პესკოვი - საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა და კატეგორიულად უარვყოფთ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს, ­- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კრემლი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ.

მისი თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში.

„ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში. სხვათაშორის, იგივე ქალბატონმა (ზურაბიშვილმა) განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს თუ არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი შიდა ქართული საქმეა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა ხდება.

„ჩვენ ამას შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ. ეს, ფაქტობრივად, საჯაროდ არის გაცხადებული - რომ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა ხდება. შეუიარაღებელი თვალით ჩანს ჩარევის მცდელობებიც, მაგრამ არა რუსეთის მხრიდან. კენჭისყრის შედეგზე გავლენის მოხდენა ცდილობდნენ ძალები ევროპის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტებიდან. ეს არც კი დაუმალავთ და საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მოსკოვისგან განსხვავებით. ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არც ვაპირებთ ჩარევას“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო