ნაბილა მასრალი - ვიქტორ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია

ვიქტორ ორბანის ვიზიტი ხორციელდება საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი უეთიერთობების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამოიხატა უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის გუშინდელ განცხადებაში, ისევე როგორც ევროკავშირის ოქტომრბის დასკვნებში.

„ჩვენი განცხადება მკაფიოა: დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას, ჩვენ წინასწარ ვერ შევაფასებთ გამოძიების საბოლოო შედეგებს, მაგრამ მჭიდრო მონიტორიგს გავუწევთ პროცესს და ჩვენი საბოლოო შეფასებისთვის ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები საკვანძო იქნება“, - აღნიშნა ნაბილა მასრალიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო