ალეკო ელისაშვილი - როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, ყველაფერი ჩვენთანაც ასე მიდის - ივანიშვილი ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს, იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო - ამას ან ვეგუებით ან არა

არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას უთხრა, რომ არჩევნები გაუქმდა.

“ქართულმა ოცნებამ” გვითხრა და გვაჩვენა, რომ არჩევნები გაუქმდა და არჩევნებს დაარქმევენ იმ შედეგს, რასაც თვითონ მოისურვებენ. არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა. ან უნდა შევეგუოთ, რომ რუსეთში ვცხოვრობთ, ან არა. ამაზეა საუბარი და ამას გამოვაცხადებთ დღეს. ოპოზიციის გეგმებზე არ არის საუბარი, ქვეყნის ბედზეა საუბარი.

როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოიცხადა თავი პრეზიდენტად, აქამდე მიდის ყველაფერი. [ივანიშვილი] ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს. იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო. აქამდე მიდის ყველაფერი. ან ამას ვეგუებით ან არა”, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი