ესტონეთის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმ საგანგაშო ვითარების შესახებ ვესაუბრე, რომელიც საქართველოში შაბათ-კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს. ამას მათ ვერავინ წაართმევს“, - წერს ალარ კარისი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს