სალომე სამადაშვილი - არჩევნები რომ შემდგარიყო, დღეს ბორელი გამოვიდოდა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას მიულოცავდა - არჩევნები არ შედგა, მას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს, წერტილი!

არჩევნები რომ შემდგარიყო, დღეს ბორელი გამოვიდოდა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას მიულოცავდა. არჩევნები არ შედგა, მას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს, წერტილი! , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამასთან, სალომე სამადაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარებით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ლეგიტიმაცია არ აინტერესებს.

„ჩვენს თვალწინ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მადუროს გზას დაადგეს. იმის ნაცვლად, რომ ეცადოს, რამენაირად მოიპოვოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, პროკურატურის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაბარება, ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ მე არ მაინტერესებს ლეგიტიმაცია და მადუროს გზას ვადგები. მადუროს გზას რომ დაადგება ივანიშვილი, დასავლეთიდანაც შესაბამისი პასუხი იქნება და ადეკვატური ზეწოლა. მიიღებს იმ პოლიტიკას დასავლეთისგან, რომელსაც აწარმოებენ მსგავსი რეჟიმების მიმართ და მერე ირბინოს ბიძინას ჯამბაზმა მდინარაძემ და ქართველი ხალხი მოატყუოს, რომ ბედნიერებაა, ვენესუელამ რომ აღიარა არჩევნები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარება არის მასზე ზეწოლისა და პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობა.

„აბსოლუტურად აბსურდია, იურიდიული ნონსენსია პროკურატურის მხრიდან ჩვენების მისაცემად სალომე ზურაბიშვილის დაბარება იმიტომ, რომ საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და დადგინდა, რომ გაყალბების ვარაუდი არსებობს, საქმე ოფიციალურად გახსნილია და იქ ვინმეს ჩვენებას რაიმე ღირებულება აქვს?

ეს არის ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე და ეს არის პროკურატურის მცდელობა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს პროცესები. მისი გაჩუმება განსაკუთრებით უნდა ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება