Reuters - ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს

ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩრდილოეთ ლიბანში, სანაპირო ქალაქ ბატრუნში ჩაატარეს.

ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა, ალი ჰამიემ ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამხედროების მიერ შეპყრობილი იმად ამჰაზი სამოქალაქო გემების კაპიტანია.

ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს