მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.

„როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის, მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში მიიღებს განახლებულ მონაცემებს, როგორ განვითარდება და რა საბოლოო შედეგები ექნება პრეპარატების კვლევას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული, სახელმწიფო პროგრამით, მათი უზრუნველყოფის გადაწყვეტილება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, უზრუნველყოფილნი არიან სტეროიდული პრეპარატით „დეფლაზაკორტი“.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს დაავადების მართვის პროტოკოლის შექმნისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოწვეული, სხვა სამედიცინო ჩვენებების, თუ გართულებების მართვის საკითხები.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში