მარკო მიხელსონი - მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო.

„რა განსხვავებაა მოლდოვას მოლდოვასა და საქართველოს არჩევნებს შორის? მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო“, - წერს მიხელსონი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს