ზურაბ ჯაფარიძე - მალე პარლამენტის შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ! - თქვენ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს, მზად იყავით!

10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეს არ უნდა დავუშვათ!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სახე უნდა აეხეს ყველას“, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას.

„რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კი არ გაიმარჯვეს, თქვენ გაიმარჯეთ. თქვენთან ერთად გაიმარჯვა ამ ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. ეს შენობა და ძალაუფლება, გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ, ფიზიკური ძალით არ გაძლევენ. როდესაც საუბარია, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი გეგმა არ არსებობს. წინ არის ძალიან მოკლე ვადები. ერთი ვადაა 21 ნოემბერი - ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს. მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამის გაკეთება. ქვეყნის გარედან მეგობრები უნდა დაგვეხმარონ. სახე უნდა აეხეს ყველას, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ, აქაც უნდა გაეცეთ პასუხი. ამის შემდეგ, კიდევ პატარა ვადა რჩება, 10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეგ არ უნდა დავუშვათ. ეს ჩვენი გასაკეთებელი კი არა, ყველას გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელია. თქვენ, ვინც აქ დგახართ, ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ. თქვენს უკან აღარავინ არის. ჩვენი ერთად გასაკეთებელია ეს. მოგვიწევს ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს. მზად იყავით, მეორედ არავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს