გრეტა თუნბერგი - აღმაშფოთებელი, ავტორიტარული განვითარებაა, რაც ახლა საქართველოში ხდება - აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან

აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო, - ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება "აღმაშფოთებელია".

„აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“, - განაცხადა გრეტა თუნბერგმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა