ნათია მეზვრიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დღეს მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოიკითხება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი FACEBOOK-ზე წერს.

მისივე განცხადებით, მაგისტრანტ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს.

„6 ნოემბერს, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრანტ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ”, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მზაობა გამოთქვეს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ