ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული

საარჩევნო ადმინისტრაციამ სადემონსტრაციო ვიდეო მოამზადა, რომელიც „აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული“.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული.

ამ ვიდეოში გამოყენებულია სასწავლო ბიულეტენი და ჩარჩო ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში. როგორც ამ შემთხვევაში, ისე არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს და თან ურთავს ვიდეოს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო