ნინო დოლიძე - ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო - პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ყოფილიყო ლეგიტიმაციის საფუძველი რიცხვებზე, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ , - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „რატომ არ აქვეყნებენ პარალელური დათვლის შედეგებს "სამართლიანი არჩევნები"“.

როგორც ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ცესკომ კარგად დააჯამა ოქმები, „მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია“, მაგრამ შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე უბნებზე ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც ოქმები და პარალელური დათვლის შედეგები ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

„მას შემდეგ, რაც ოქმები წაიღო, ცესკოს დაჯამებაში, მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ძალიან ბევრი სერიოზული დარღვევა იყო როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პირადობების ჩამორთმევა დაკავშირებულია კარუსელთან და სხვის მაგივრად ხმის მიცემასთან. ამ დარღვევების ფონზე ის [პარალელური დათვლის შედეგები] ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ცესკომ კარგად დააჯამა, მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ოქმებამდე რაც მოხდა უბნებზე, ესეც საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება, დაჯამება არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კარგად მუშაობდა ამ არჩევნებზე.

რომ გამოგვექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, ეს შესაძლოა ყოფილიყო ლეგიტიმაციის საფუძველი იმ რიცხვებზე, რომელ რიცხვებზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, იმ დარღვევების ფონზე, რომელიც მოხდა. მე რომ ეს რიცხვები დავდო, ე.ი. ამ რიცხვებს ვენდობი და ამ დარღვევების ფონზე, რაც ვიხილე, ბიულეტენების ჩაყრა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, კარუსელი, სხვის მაგივრად ხმის მიცემა, ამის ფონზე ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ეს შედეგები დადგებოდა ქართველი ხალხისთვის, რაც ცესკოს მიერ არის გამოქვეყნებული“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო