შარლ მიშელი და რობერტა მეცოლა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

„არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვულოცავ! ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად თავის კურსს გააგრძელებს, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას დაიცავს“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიულოცა.

„ევროპა მზადაა უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ითანამშრომლოს. შევინარჩუნოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ღია ბაზრებზე“, - წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!