რადოსლავ სიკორსკი - ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება

ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორც „დემოკრატებთან“, ისე „რესპუბლიკელებთან“ დიალოგის შენარჩუნებისას ეფექტური იყო. მე მუდმივი კონტაქტი მაქვს უსაფრთხოების საკითხებში ორივე მხარის ოფიციალურ პირებთან. ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება, თავდაცვის ხარჯების გაზრდითა და იმიგრაციის შესახებ მტკიცე გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს