„პრომეთეა ვოიაჟის“ წარმომადგენელი - WTM London-ზე საშუალება გვაქვს პოტენციურ პარტნიორებს საქართველოს სამოგზაურო მიმართულება  გავაცნოთ

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურისტული კომპანია „პრომეთეა ვოიაჟის“ წარმომადგენელის, მარიამ პაპუნაშვილის თქმით, აღნიშნული გამოფენა კარგი საშუალებაა კომპანიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის.

„ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა. შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს გავაცნოთ საქართველოს სამოგზაურო მიმართულება, რომ თავიანთი პროდუქტების სიაში დაამატონ ჩვენი ქვეყანა და შესთავაზონ კლიენტებს. ეს გამოფენა კარგი საშუალებაა კომპანიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის“, - განაცხადა მარიამ პაპუნაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა