სერბეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის

შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ წერს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებს.

“მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების შესახებ. ხაზი გავუსვით ჩვენს მზადყოფნას სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე აღვნიშნეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობა.

ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის”, - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!