ბადრი ჯაფარიძე - მომზადდა ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გასაგზავნად ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ვითარების ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ანგარიში მზად არის, ის ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა, რომ ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ევროკავშირში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ ვითარების განხილვა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შეეხება.

„ეს შეხვედრა ძალიან ინფორმატიული, სასარგებლო და აუცილებელი იყო. 2 საათის განმავლობაში ჩვენ ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, ის სამუშაო, რომელიც ოპოზიციამ გასწია, ის გეგმები, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, ის მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი ამ ისტორიულ მომენტში ევროკავშირის მხრიდან საჭიროებს. რა თქმა უნდა, დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობს ევროკავშირში იმ ვითარების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიტაცებული. ეს განხილვა არის მუდმივი. ჩვენ 3 ქვეყნის ლიდერის უმნიშვნელოვანესი განცხადება ვნახეთ, ეს იყო გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერების განცხადება, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან განხილვებს უახლოეს კვირაში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ეს დაიწერება. ანგარიში მზად არის, ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გადაეცემა, ელჩ ჰერჩინსკის, რომ მან ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს. ასე რომ, ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო, ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, კომუნიკაციას გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის ერთგულ მეგობარ ევროკავშირთან.

ეს ანგარიში 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია, რომელიც სისტემურ დარღვევებს და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ მისია იყოს მოვლენილი, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომელიც მოხდა, შეაფასებს პროცესს, რამდენად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იყო აღებული, საერთოდ, არც კი უზრუნია „ქართულ ოცნებას“ ეს ვალდებულება შესრულებულიყო და არჩევნების პროცესი მთლიანად მიიტაცა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ევროკავშირის შესაბამისი მისია იყოს მოვლენილი, რომელიც ამ არჩევნებს, მომხდარ უმსგავსობებს შეაფასებს, რომელიც ყველამ ვიხილეთ და ეს შეფასება გადამწყვეტი იქნება შემდეგი ნაბიჯებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ გამოძიებაზე, ქურდი არასდროს გამოიძიებს თავის დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ მისიასთან, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი არ იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური კოალიციების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

შეხვედრას „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაესწრნენ.

დიპლომატთან შეხვედრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე