მაიკლ როთის ინფორმაციით, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან

ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს.

„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენი გულებისთვის. ჩვენ ევროპის შუაგულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგულები ვართ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებზე.

ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისს 11 ნოემბერს ეწვევა”, - წერს როთი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს