მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე, სტამბოლში, ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. სამიტის თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია. მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა.

უწყების ცნობითვე, სესიაზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროცესში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა აუცილებელია.

„ხელოვნურმა ინტელექტმა და მისმა ტექნოლოგიებმა ცხოვრება შეცვალა - ბიზნეს ოპერაციებიდან დაწყებული, ჯანდაცვის, განათლებისა და კომუნიკაციის სფეროებამდე. თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროგრესს თან ახლავს გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი გავლენები ქალებზე განიხილება.

საქართველოში, უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაფართოოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება გოგონებისთვის, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ იპოვოს ახალგაზრდა ინოვატორები, რათა მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობაში და შეძლონ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა. ამ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების გზით, ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე.

ხელოვნურმა ინტელექტმა, ჯანდაცვის სფეროში, დაავადებების ადრეული გამოვლენა და პერსონალიზებული მედიცინა, უფრო ხელმისაწვდომი გახადა, განსაკუთრებით ქალებისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართულებით, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამიტში, ასევე, მონაწილეობს საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება