მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს - მიხეილ სარჯველაძე, საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს, ტატიანა მაკურას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა, ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები განიხილეს.

მინისტრებმა, ერთმანეთს, ამ მიმართულებით, არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

„იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს, მხარეებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ