კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლობა შეწყვიტა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეაჩერა , - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მუშაობას მაშინ განაახლებენ, როდესაც „ჰამასი“ და ისრაელი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოავლენენ.

„კატარმა შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობისას, 10 დღის წინ მხარეებს განუცხადა, რომ შეაჩერებდა ძალისხმევას „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შუამავლობის საქმეში, თუ შეთანხმების მიღწევა ამ რაუნდში მოხდებოდა. კატარი განაახლებს ამ ძალისხმევას, როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნას და სერიოზულობას სასტიკი ომის დასასრულებლად“, - აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას დოჰაში „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის დახურვასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ „ჰამასმა“ „უარი თქვა კეთილსინდისიერად მოლაპარაკებაზე“. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია არაზუსტია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს